31.01.2011
14:19 |
Изменить сообщение
28 იანვარს მე 12 კლასში ჩატარდა კომპიუტერული ტესტირება ბიოლოგიაში, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებას და მომზადებას საატესტატო გამოცდებისთვის
27.01.2011
14:25 |
Изменить сообщение
ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.
24.12.2010
13:01 |
Изменить сообщение
24 დეკემბერს პირველკლასელთა მაონაწილეობით ჩატარდა საახალწლო გართობა–კარნავალი. ბავშვებმა სანტა კლაუსის და სხვადასხვა ზღაპრის გმირების ფორმები მოირგეს და წინასაახალწლოდ შესანიშნავი განწყობა შეიქმნა.
12:52 |
Изменить сообщение
24 დეკემბერს სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა საახალწლო ღონისძიება "მხიარულება მხიარულ არდადეგებამდე" , რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ VII - X კლასის მოსწავლეები.
კონკურსში გაიმარჯვა IX კლასმა. ნომინაციაში "საუკეთესო შემსრულებელი", გაიმარჯვა მე 7 კლასის მოსწავლემ ანა თეზელაშვილმა, ხოლო ნომინაციაში "ყველაზე მხიარული ნომერი", მე 9 კლასის მოსწავლემ ბექა ჩაფიჩაძემ, კარაოკეს კონკურსში გაიმარჯვა მე 7 კლასმა
10.12.2010
12:59 |
Изменить сообщение
2010 წლის 10 დეკემბერს აქტიურად გამოვეხმაურეთ იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო თარიღს საქალაქო ღონისძიებით "გეამბორებათ მოსწავლე თქვენი, თქვენ ჩვენი სულის ხუროთმოძღვარო". ღონისძიება ჩატარდა პირველი და მეოთხე კლასების მონაწილეობით. ღონისძიებას ესწრებოდა ბევრი საპატიო სტუმარი, მათ შორის პირველი კლასის "დედაენის" რედაქტორი მამა კონსტანტინე გიორგაძე.
08.12.2010
14:10 |
Изменить сообщение
1 დეკემბერს მე – 9 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში თემაზე "ლიმფის მოძრაობა ორგანიზმში", პედაგოგი მარინა ჯალიაშვილი
Подписаться на:
Сообщения (Atom)


Rustavi Time